იკერ კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
იკერ კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

„პორტუს“ მეკარემ და ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ იკერ კასილიასმა შესაძლოა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს.

წყაროს ცნობით, 38 წლის კასილიასის კანდიდატურას მხარს უჭერს ესპანელი ფეხბურთელების ასოციაცია.

აღნიშნავენ, რომ დღეისთვის ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ასამბლეაში 141 წევრია, მათ შორის არის 13 პროფესიონალი და 18 არაპროფესიონალი ფეხბურთელი. კასილიასის კანდიდატურას ასევე შეიძლება მხარი დაუჭიროს პროფესიული კლუბების წარმომადგენლებმა – ასეთი ასამბლეაში 20 ადამიანია, აგრეთვე, არაპროფესიულმა კლუბებმა, რომლებსაც 29 ხმა აქვთ.

ამასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, 2020 წელს გასამართი არჩევნების ფავორიტი ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლუის რუბიალესია.