იკერ კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს
იკერ კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ იკერ კასიალისმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.

რადიო Cadena Ser-ის ინფორმაციით, 38 წლის კასილიასს სურს, ეროვნული გუნდიდან თავისი ყოფილი თანაგუნდელების მხარდაჭერა მოიპოვოს – უკვე ჰქონდა მათთან კავშირი და შეხვედრებიც გამართა. კასილიასის ძირითადი კონკურენტია – ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლუის რუბიალესი. ის მეკარეს ღირსეულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და შეშფოთებულია, რომ შეიძლება პოსტის დატოვება მოუწიოს.

არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.

კასილიასი „პორტუს“ ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ ამ სეზონში მოედანზე ერთხელაც არ გასულა – 2019 წლის მაისში, მან ვარჯიშზე გულის შეტევა გადაიტანა.