იკარდიმ იუვენტუსთან ხელშეკრულება დადო
იკარდიმ იუვენტუსთან ხელშეკრულება დადო

მილანის ინტერის ფორვარდმა მაურო იკარდიმ, შესაძლოა, უახლოეს ზაფხულში კლუბი დატოვოს. როგორც იტალიელი ჟურნალისტი ვალერ დე მაჯიო წერს, 25 წლის არგენტინელმა უკვე გააფორმა წინასწარი ხელშეკრულება ტურინის იუვენტუსთან.

„თითქმის დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ინტერმა უკვე იცის იკარდიმ ხელშეკრულება რომ გააფორმა იუვენტუსთან“, – წელს დე მაჯიო.

შეგახსენებთ, რომ იკარდის რამდენიმე დღის წინ ჩამოართვეს კაპიტნის სამკლავური. მას არ მიუღია მონაწილეობა ხუთშაბათს, ევროპის ლიგის 1/16 ფინალის მატჩში ვენის რაპიდის წინააღმდეგ (1:0).

ამ სეზონში იკარდიმ 28 მატჩი ჩაატარა ინტერის შემადგენლობაში, 15 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.