იკარდიმ „ინტერის“ საწვრთნელი შეკრება დატოვა და ახალ კლუბს ეძებს
იკარდიმ „ინტერის“ საწვრთნელი შეკრება დატოვა და ახალ კლუბს ეძებს

საბოლოოდ დადასტურდა, რომ არგენტინელი ფორვარდი მაურო იკარდი ვეღარ გააგრძელებს კარიერას მილანის „ინტერში“ და სხვა კლუბის ძიება მოუწევს.

იკარდი გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც „ინტერის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ აუკრძალა ვარჯიშებზე დასწრება. ამის შემდეგ, ფორვარდმა დატოვა შვეიცარია და იტალიაში დაბრუნდა, – წერს „ინტერის“ პრესსამსახური.

„ფეხბურთელი დაბრუნდა მილანში და იქ დამოუკიდებლად ივარჯიშებს. კლუბმა მას და რაჯა ნაინგოლანს პირადი მწვრთნელი დაუქირავა.

ასევე ეს ფეხბურთელები ვერ მიიღებენ მონაწილეობას გუნდის აზიურ წინასასეზონო ტურნეში“, – იტყობინება მილანური კლუბი.

თავად იკარდისაც უკვე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დატოვებს იტალიურ კლუბს. ფეხბურთელზე პრეტენზიას „ნაპოლი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ აცხადებენ.