იკარდი მინიმუმ ერთი წლით კიდევ აპირებს „ინტერში“ დარჩენას
იკარდი მინიმუმ ერთი წლით კიდევ აპირებს „ინტერში“ დარჩენას

არგენტინელი ფეხბურთელის, მაურო იკარდის მეუღლე და აგენტი ვანდა ნარა დარწმუნებით აცხადებს, რომ თავდამსხმელი მინიმუმ ერთი წლით კიდევ აპირებს „ინტერში“ დარჩენას, იტყობინება TyC Sports.

ნარას სიტყვებით, მილანური კლუბის ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს იკარდისთან დაშორების სურვილი არ გამოუთქვამს. არგენტინელმა წინა სეზონი მილანური გუნდის კაპიტნის ამპლუაში დაიწყო, მაგრამ შემდეგ, ახალი კონტრაქტის თაობაზე კონფლიქტის გამო, სამკლავური ჩამოერთვა.

მაშინ მან თვითნებურად დატოვა კლუბი, მაგრამ სეზონის ბოლოს დაბრუნდა ძირითად შემადგენლობაში. 2018/2019 წლების სეზონში იკარდიმ ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

იგი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.