იკარდი და დიბალა არგენტინის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არიან
იკარდი და დიბალა არგენტინის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არიან

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ ​35-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც აირჩევს 23 ფეხბურთელს, რომლებიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის საბოლოო განაცხადს დააკომპლექტებენ.

მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტის გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები – სერხიო რომერო (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ნაუელ გუსმანი (“ტიგრესი”), ვილი კაბაილერო (“ჩელსი”, ინგლისი), ფრანკო არმანი (“რივერ პლეიტი”);

მცველები – მარკოს როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ხერმან პეცელია (“ბეტისი”, ესპანეთი), კრისტიან ანსალდი (“ტორინო”, იტალია), რამირო ფუნეს მორი (“ევერტონი”, ინგლისი), ფედერიკო ფასიო (“რომა”, იტალია), ნიკოლას ოტამენდი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), მარკოს აკუნია (“სპორტინგი”, პორტუგალია), ედუარდო სალვიო (“ბენფიკა”), ნიკოლას ტალიაფიკო (“აიაქსი”, ჰოლანდია), გაბრიელ მერკადო (“სევილია”, ესპანეთი);

ნახევარმცველები – პაბლო პერესი (“ბოკა ხუნიორსი”), ადრიან სენტურიონი (“რასინგი”), მაქსიმილიანო მესა (“ინდეპენდიენტე”), გვიდო პისარო (“სევილია”, ესპანეთი), ენცო პერესი (“რივერ პლეიტი”), როდრიგო ბატალია (“სპორტინგი”, პორტუგალია), ხავიერ მასკერანო (“ჰებეი ჩაინა ფორჩუნი”, ჩინეთი), ლეანდრო პარედესი (“ზენიტი”, რუსეთი), მანუელ ლანსინი (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), ჯოვანი ლო სელსო, ანხელ დი მარია (ორივე – პსჟ, საფრანგეთი), ლუკას ბილია (“მილანი”, იტალია), ევერ ბანეგა (“სევილია”, ესპანეთი);

ფორვარდები – გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა (ორივე – “იუვენტუსი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), დიეგო პეროტი (“რომა”, იტალია), კრისტიან პავონი (“ბოკა ხუნიორსი”), ლაუტარო მარტინესი (“რასინგი”), მაურო იკარდი (“ინტერი”, რუსეთი).