იკარდი 2018 წელს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია
იკარდი 2018 წელს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია

„ინტერის“ ფორვარდი მაურო იკარდი, იტალიაში 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, – იტყობინება სააგენტო AFP. 25 წლის არგენტინელი ფორვარდი, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამ პრიზის პირველი მფლობელია, ვინც „იუვენტუსს“ არ წარმოადგენს. 2011 წელს, იტალიაში საუკეთესო ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანის“ ფეხბურთელის სტატუსით გახდა.

იკარდიმ 2017-18 წლების სეზონში, სერია A-ში 34 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

2018 წელს, საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსიდან“. ეს ჯილდო მისთვის კარიერაში უკვე მეოთხეა.

ასევე გამოვლინდა სერია A-ს სიმბოლური ნაკრები:

ალისონი (რომა); კანსელო (ინტერი), კულიბალი (ნაპოლი), კიელინი (იუვენტუსი), ალექს სანდრო (იუვენტუსი); პიანიჩი (იუვენტუსი), მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო), ნაინგოლანი (რომა); დიბალა (იუვენტუსი); იკარდი (ინტერი), იმობილე (ლაციო).