იჯარით „მერანში“ - „გაგრა“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT
„გაგრა“ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე კიდევ ერთ მოთამაშეს შეელია – გუნდი ლაშა ჩიხრაძემ დატოვა.
ლაშა ჩიხრაძე 19 წლის ფეხბურთელია. წელს გუნდში არ უთამაშია და სათამაშო პრაქტიკისთვის დროებით (იჯარით) თბილისის „მერანში“ გადავიდა, რომელიც ლიგა 2-ში მეოთხე ადგილზეა, მაგრამ მეორე-მესამეადგილოსნებს, მარტვილის „მერანსა“ და თბილისის „სპაერს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება და ეროვნულ ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატია.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „გაგრა“ დატოვეს – საბა კვირკველიამ, მათე ვაწაძემ, ბექა ქურდაძემ, მათე კვირკვიამ, თემურ ჩოგაძემ, გიორგი ვეკუამ და ვალერი ოლხოვმა. გუნდში ჩაირიცხნენ – ნოდარ ლომინაძე, გიორგი გვიშიანი, თამაზ მაქაცარია, გიორგი ლომთაძე და ოლეკსანდ ვორობეი,
ახლა „გაგრამ“ აფრიკიდან ლაშა ჯაკობიას დახმარებით ჩამოიყვანა ბენინის 20-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც კლუბში სინჯებზე იმყოფებიან. მათგან ერთმა, საყრდენმა ნახევარმცველმა ტამიმუ ოროუმ „გაგრასთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.