იგუაინმა ვარჯიშზე „იუვენტუსის“ მწვრთნელს დაარტყა [ვიდეო]
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა გონსალო იგუაინმა უცნაური რეაქცია გამოამჟღავნა დაკარგულ ბურთზე გუნდის ბოლო ვარჯიშის დროს.
არგენტინელმა ბურთამდე მისვლა ვერ შეძლო, რის შემდეგაც ემოციები ვერ მოთოკა და მუხლში ჩაარტყა ერთ-ერთ მწვრთნელს, რომელიც მის გვერდით იდგა. ამის შემდეგ, იგუაინი სარეკლამო ბანერს მისდგა. მისი დამშვიდება გუნდის მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ სცადა.
You don’t want to make Gonzalo Higuain angry! 😡 😳 pic.twitter.com/C9hnQ0wyRW
— BBC Sport (@BBCSport) September 17, 2019
„იუვენტუსი“ ემზადება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურისთვის, რომელშიც „ატლეტიკოს“ მადრიდში შეხვდება. მატჩი 18 სექტემბერს გაიმართება.