იგუაინმა „ინტერთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა
იგუაინმა „ინტერთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურში „სან სიროზე“ „ინტერის“ დამარცხება შეძლო და ცხრილის შათავეში მოექცა. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრამდე მილანელები „სერია ა“-ში დაუმარცხებლად მიდიოდნენ.

გამარჯვების გოლის გამტანმა ფეხბურთელმა გონსალო იგუაინმა მატჩის შემგეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. „ინტერი“ დაუმარცხებელი იყო და ლიდერობდა ჩემპიონატს. მათ ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდათ და შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ. გოლის გატანამ ძალიან გამახარა. სანაკრებო პაუზას პირველ ადგილზე ვხვდებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – დაასრულა არგენტინელმა.