იგუაინი - რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ ახლა დავბრუნდი
იგუაინი - რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ ახლა დავბრუნდი

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შემდეგ ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა.

„ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში არგენტინელმა ფორვარდმა ბურთი გაიტანა და მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ „ლეჩე“ ტურინელებმა დიდი ანგარიშით ადაამარცხეს – 4:0.

„პანდემიის დროს რთული პერიოდი დამიდგა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, – ციტირებს Football Italia იგუაინის სიტყვებს. – „ლაციოს“ უკვე შვიდი ქულით გავასწარით, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება და ყველაფერი მოულოდნელად შეიძლება შეიცვალოს“.

მიმდინარე სეზონში ტურინელთა არგენტინელმა ფეხბურთელმა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტნა ცხრა ბურთი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი