იგუაინი კარიერის დასასრულებლად „რივერში” დაბრუნებას ფიქრობს.
იგუაინი კარიერის დასასრულებლად „რივერში” დაბრუნებას ფიქრობს.

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა გონსალო იგუაინმა „რივერ პლეიტში“ კარიერის დასრულების სურვილზე ისაუბრა.

„„რივერი“ ის კლუბია, რომელმაც ყველაფერი მომცა, პროგრესირების შესაძლებლობით დაწყებული, დამთავრებული მადრიდის „რეალში“ გადასვლით. დღევანდელ სიტუაციაში რა მოხდება, ნამდვილად არ ვიცი. ფიქრებით ჯერჯერობით „იუვენტუსში“ ვარ. გალიარდოს გუნდი ძალიან მიმზიდველია, მათ აქვთ ძალა, ხარისხი და ყველაფერი. მათ „ცხრიანს“ ბევრი საგოლე შანსი გააჩნია. მარსელომ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო, მისი კლუბი ამას ნამდვილად იმსახურებს. მე „რივერ პლეიტში“ დაბრუნებას კარიერის დასასრულებლად ვფიქრობ“ – განაცხადა არგენტინელმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ იგუაინს მოქმედი კონტრაქტი ტურინელებთან 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.