იგორ კოკოშკოვი „დალასში“ ჯეისონ კიდის ასისტენტი გახდება #1TVSPORT
იგორ კოკოშკოვი „დალასში“ ჯეისონ კიდის ასისტენტი გახდება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, სერბი სპეციალისტი იგორ კოკოშკოვი „დალას მავერიქსის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ჯეისონ კიდის ასისტენტი გახდება. ტექსასური კლუბი ახლოს არის „ფინიქსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან ხელშეკრულების გაფორმებასთან, – იტყობინება ინსაიდერი მარკ სტეინი.

49 წლის კოკოშკოვი დასრულებულ სეზონში თურქულ „ფენერბაჰჩეს“ ხელმძღვანელობდა. ეს მისი პირველი სერიოზული სამუშაო იყო ევროპაში. მანამდე სერბი 20 წლის განმავლობაში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ავარჯიშებდა, თუმცა, მთავარ მწვრთნელად „ფინიქსში“ მხოლოდ ერთი სეზონი იმუშავა.

2004 წელს, კოკოშკოვი NBA-ის ჩემპიონი გახდა „დეტროიტის“ საწვრთნელ გუნდში, რომელსაც ლარი ბრაუნი ხელმძღვანელობდა.

წელს, კოკოშკოვმა ვერ შეძლო ოლიმპიადაზე სერბეთის ნაკრების გაყვანა, რომელსაც 2019 წლიდან ავარჯიშებს.