იგორ დოდონს სასამართლომ 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა
იგორ დოდონს სასამართლომ 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს, იგორ დოდონს სასამართლომ 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა. შესაბამის ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.

პროკურატურა დოდონისთვის 30-დღიან პატიმრობას ითხოვდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტი დღეს ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.

აღსანიშნავია, რომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დოდონის ნათესავს პეტრ მერინიანს, რომელიც ასევე არის საქმის ფიგურანტი.

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 24 მაისს კორუფციის, უკანონო გამდიდრებისა და სახელმწიფო ღალატის საქმეების გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მანამდე, მოლდოვის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ იგორ დოდონის სახლში და დამატებით 11 დაწესებულებაში ჩხრეკა ჩაატარა.