იგორ დოდონმა მოლდოვის პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულება გააუქმა
იგორ დოდონმა მოლდოვის პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულება გააუქმა

მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა გააუქმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულება, რომელსაც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პაველ ფილიპმა მოაწერა ხელი. ამის შესახებ დოდონმა უშიშროების უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, „ფილიპის განკარგულება საკონსტიტუციო ნორმებს არ შეესაბამება“.

მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში გამართული საპარალამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი გაჭიანურდა. 8 ივნისს პარლამენტში პრორუსულ „სოციალისტურ პარტიასა“ და პროევროპულ ძალებს შორის ალიანსი შედგა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მმართველი კოალიცია კანონოთ განსაზღვრული ვადის დარღვევით ჩამოყალიბდა. ამის გამო, სასამართლომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადა, დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება პრეზიდენტ იგორ დოდონს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს დაავალა. ფილიპმა ვადამდელი არჩევნები 6 სექტემბერს დანიშნა.

მიუხედავად ამისა, გუშინ კიშინიოვში ორი მთვარობის სხდომა გაიმართა. ევროკავშირმა, აშშ-მა და მოსკოვმა ახალ კოალიციურ მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

დატოვე კომენტარი