იგორ ანგელოვსკი - საქართველოსთან მაქსიმალური კონცენტრაცია და მოტივაცია გვჭირდება
იგორ ანგელოვსკი - საქართველოსთან მაქსიმალური კონცენტრაცია და მოტივაცია გვჭირდება

„ეს არის მატჩი, რომელიც ნამდვილად განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, რადგან ჩვენ გვაქვს შანსი, ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ“, – ეს ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ სკოპიეში ნაკრების ვარჯიშამდე განაცხადა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ანგელოვსკიმ პრობლემებზე ისაუბრა.

„ველოდებით კირე რისტევსკის ჩამოსვლას, რომელსაც კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი თუ ექნება, გუნდს შემოუერთდება. არიან ადემი დეტალურ სამედიცინო გამოკვლევას გაივლის, რადგან ზაგრების „დინამოს“ ბოლო მატჩის წინა მოთელვაზე დაშავდა. ამის მიუხედავად, თბილისში მე ჩემი გუნდის იმედი მაქვს“, – ამბობს ანგელოვსკი.

მან საქართველოს ნაკრებთან მოსალოდნელ სირთულეებზე ილაპარაკა: „ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ და რისთვისაც ვთამაშობთ. მაქსიმალური კონცენტრაცია და მოტივაცია გვჭირდება, რომ გავიმარჯვოთ. მიხარია, რომ ამ ფინალის მონაწილეები ვართ, მაგრამ აქ გაჩერებას არ ვგეგმავთ. ეს არის სრულიად განსხვავებული მატჩი წინა ორთან შედარებით, ეს არის ფინალი და ორივე ეროვნული გუნდი განსხვავებულად ითამაშებს. შეხვედრის ბედს ნიუანსები განსაზღვრავს და მჯერა, ეს ნიუანსები ჩვენს უფრო ძლიერი გვაქვს”.