იგეგმება მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის ბრძოლა
იგეგმება მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის ბრძოლა

კრივში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონებმა მაიკ ტაისონმა და როი ჯონსმა, შესაძლოა, 2020 წლის სექტემბერში ერთმანეთის წინააღმდეგ ორთაბრძოლა გამართონ.

„ტაისონი და როი ჯონსი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბრძოლაზე,“ – განაცხადა ინკოგნიტო წყარომ.

ვარაუდობენ, რომ ორთაბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში რვა რაუნდის ფორმატში გაიმართება. წონითი კატეგორია ჯერ განსაზღვრული არ არის.

აპრილის ბოლოს, 54 წლის ტაისონმა საქველმოქმედო ბრძოლების ჩასატარებლად რინგზე დაბრუნების შესახებ გამოაცხადა. მისი ბოლო ბრძოლა 2005 წელს გაიმართა. სულ ამერიკელს კარიერაში 58 ბრძოლა დაუგროვდა, მოიგო 50 შეხვედრა, ექვსჯერ დამარცხდა და ორი ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა.

50 წლის ჯონსმა კარიერა 2018 წელს დაასრულა. კარიერაში მისი მონაგარი 66 მოგება და ცხრა წაგებაა.