იგეგმება კანელო ალვარესისა და გენადი გოლოვკინის მესამე ბრძოლა
იგეგმება კანელო ალვარესისა და გენადი გოლოვკინის მესამე ბრძოლა

რამდენიმე დღის წინ, მექსიკელმა კანელო ალვარესმა ნახევრადმძიმე წონაში რუსი სერგეი კოვალიოვი ნოკაუტით დაამარცხა და WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის შემდეგ, მექსიკელმა მოკრივემ განაცხადა, რომ მისთვის უფრო ნაცნობ და მოხერხებულ საშუალო წონაში სურს დაბრუნება.

და როგორც ირკვევა, საულ ალვარესის მომდევნო მეტოქე იქნება გენადი გოლოვკინი. ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს – მექსიკელი და ყაზახი ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს რინგზე: პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა, მეორე ჯერზე კი ალვარესმა მოიგო. ის მარცხი პირველი იყო გოლოვკინის კარიერაში.

„მისი მომდევნო მეტოქე უნდა გახდეს გენადი გოლოვკინი. ვფიქრობ, ეს ის ბრძოლაა, რომლის ნახვა ყველას სურს… მე და გოლოვკინი მომდევნო კვირას შევხვდებით ერთმანეთს და ყველაფერს განვიხილავთ… ვფიქრობ, ეს გახდება მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრივო ორთაბრძოლა ამ მომენტისთვის“, – განაცხადა პრომოუტერნმა ედი ჰირნმა.

კანელო პირველი მოკრივეა, რომელმაც საჩემპიონო ქამარი ოთხ კატეგორიაში მოიპოვა. მანამდე ის იყო ჩემპიონი პირველ საშუალო, საშუალო და მეორე საშუალო წონაში.