იგეგმება იტალიასა და არგენტინას შორის სუპერთასის მატჩის გამართვა #1TVSPORT
იგეგმება იტალიასა და არგენტინას შორის სუპერთასის მატჩის გამართვა #1TVSPORT

არსებობს იმის ალბათობა, რომ ფეხბურთის მოყვარულები მიიღებენ შესაძლებლობას – იხილონ მატჩი ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკას მოქმედ ჩემპიონებს შორის.

როგორც „ტვიტერში“ ჟურნალისტმა სეზარ ლუის მერლომ დაწერა, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CONMEBOL) უეფა-ს მსგავსი მატჩის ჩატარება შესთავაზა.

ევრო 2020 და კოპა ამერიკა პარალელურად მიმდინარეობდა. იტალიამ კონტინენტის პირველობის ფინალში პენალტების სერიაში დაამარცხა ინგლისის ნაკრები, კოპა ამერიკაზე კი არგენტინამ გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიას მოუგო.

ვარაუდობენ, რომ მატჩი იტალიასა და არგენტინას შორის წელს არ გაიმართება გადატვირთული კალენდრის გამო, თუმცა თამაშის ორგანიზება შესაძლებელი იქნება 2022 წელს.

დატოვე კომენტარი