IFFHS-ს განახლებულ საკლუბო რეიტინგში მხოლოდ ორი ქართული გუნდი მოხვდა #1TVSPORT
IFFHS-ს განახლებულ საკლუბო რეიტინგში მხოლოდ ორი ქართული გუნდი მოხვდა #1TVSPORT

მსოფლიო ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2023 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოს საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც 411 კლუბში საქართველოს მხოლოდ ორი წარმომადგენელია.

საუკეთესო 411 გუნდი 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 ივლისის შედეგების მიხედვით დაასახელეს. „დინამო თბილისი“ 63,5 ქულით 310-ე ადგილზეა (304-ე წინა რეიტინგით), ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ – 59,5 ქულით 353-ზე (417).

სამწუხაროდ, დეკემბრის შემდეგ 400 საუკეთესო კლუბში აღარ არის ბათუმის „დინამო“ (386-ე წინა რეიტინგში). ამ დროს ფარერის კუნძულების „კლაკსვიკი“ 196-ეა. ხუთი გუნდია კვიპროსიდან, სამ-სამი – უეფა-ს ტურნირებზე ხუთი წლის წინ დაშვებული კოსოვოდან და სომხეთიდან.

საკლუბო მსოფლიო რეიტინგი IFFHS-ის ვერსიით:

ტოპ 10 (2022 წლის 1 აგვისტო – 2023 წლის 31 ივლისი)

1. მადრიდის „რეალი“, ესპანეთი 315

2. „მანჩესტერ სიტი“, ინგლისი 311

3. „ფლამენგო“, ბრაზილია 288

4. „ბენფიკა“, პორტუგალია 257

5. „ინტერი“, იტალია 253

6. „ალ აჰლი“, ეგვიპტე 245

7. „პორტო“, პორტუგალია 239

8. „მანჩესტერ იუნაიტედი“, ინგლისი 230

9. „ნაპოლი“, იტალია 229

10. მიუნხენის „ბაიერნი“, გერმანია 219