იერუსალიმში პოლიციამ ცივი იარაღით თავდასხმა აღკვეთა
იერუსალიმში პოლიციამ ცივი იარაღით თავდასხმა აღკვეთა

ისრაელის პოლიციამ იერუსალიმში გაანეიტრალა მამაკაცი, რომელიც ცივი იარაღით თავდასხმას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინციდენტი იერუსალიმის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. ეჭვმიტანილი დანით იყო შეიარაღებული და პოლიციელზე თავდასხმა სცადა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ისრაელმა იერუსალიმში უსაფრთხოების წესები მას შემდეგ გაამკაცრა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის პროგრამა გაასაჯაროვა, რომელიც პალესტინელებმა უარყვეს.