იერუსალიმის მასტერსზე ღვინიაშვილი, მაისურაძე და სულამანიძე მეოთხედფინალში იჭიდავებენ, სომხიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე სამი ქართველი – ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებენ. ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი მეორე წრეში კანადელ რეისთან დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.

ტურნირზე გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი – ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი (ორივე – 100 კგ) პირველსავე წრეში დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ. დღეს მასტერსზე გამომსვლელი ქართველი ქალი ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი მეორე წრეში ფრანგ დიკოსთან დამარცდა და ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას რეპეჟაშიდან შეეცდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 სააზე დაიწყება.