იერუსალიმის მასტერსზე დღეს შავდათუაშვილი, გრიგალაშვილი და ტერაშვილი იჭიდავებენ #1TVSPORT
იერუსალიმის მასტერსზე დღეს შავდათუაშვილი, გრიგალაშვილი და ტერაშვილი იჭიდავებენ #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ იერუსალმში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი -ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) იასპარეზებენ.

ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი განთესილია და პირველ წრეს გამოტოვებს. საქართველოს ჩემპიონი, ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილი კი მასპინძელ იდო ლევინთან იჭიდავებს. შავდათუაშვილის პირველი მეტოქე ბრაზილიელ კარგნინისა და შვეიცარიელ სტუმპის შორის გამარჯვებული იქნება.

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია და იგი პირველ წრეში დაისვენებს. ქართველი თავის პირველ შეხვედრას უნგრელ ატილა უნგვათან ან მაროკოელ აშრაფ მოუტისთან გამართავს.

წინასწარი შეხვედრები – 13:00-ზე, ფინალური ბლოკი კი 19:00-ზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გუშინ მასტერსის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა.