იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა - მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა საერთო ენა და გამოსავალი მოიძებნოს
იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა - მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა საერთო ენა და გამოსავალი მოიძებნოს

მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა საერთო ენა და გამოსავალი მოიძებნოს, – ასე მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენი ახლო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ არ ვარიდებთ თავს რთულ დისკუსიებს. ბოლო პოლიტიკური მოვლენები საქართველოში შემაშფოთებელია და ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ის ასე გულმოდგინედ მუშაობდა ბოლო წლებში.

ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოების დაძლევას დიალოგის გზით და აარიდებს თავს განხეთქილების რიტორიკას და ქმედებებს.

ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას. პრემიერ-მინისტრო, მე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა საერთო ენა და გამოსავალი მოიძებნოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.