იენს სტოლტენბერგი - საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, კვლავაც მზად ვართ მათი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის
იენს სტოლტენბერგი - საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, კვლავაც მზად ვართ მათი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის

საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, კვლავაც მზად ვართ მათი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნაზე, რომელშიც საქართველო და უკრაინაც მონაწილეობენ.

„განსაკუთრებით მივესალმებით მინისტრ ზალკალიანსა და მინისტრ კულებას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ამ სხდომაზე, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით.

ივნისში ბრიუსელში გამართულ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში, და მიისწრაფვიან ალიანსის წევრობისკენ.

ნატო მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ჩვენ კვლავაც მზად ვართ, საქართველო და უკრაინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.