იენს სტოლტენბერგი - რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება, არ აქვს უფლება, დააწესოს გავლენის სფეროები და სცადოს მეზობლების კონტროლი
იენს სტოლტენბერგი - რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება, არ აქვს უფლება, დააწესოს გავლენის სფეროები და სცადოს მეზობლების კონტროლი

რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება, არ აქვს უფლება, დააწესოს გავლენის სფეროები და სცადოს მეზობლების კონტროლი, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რიგაში, მინისტერიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ეთანხმება თუ არა ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დმიტრო კულებას განცხადებას, რომ უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში გარდაუვალია; ასევე, როგორ ფიქრობს სტოლტენბერგი, რუსეთის გავლენის სფეროზე ნატო-ს გაფართოება იქნება თუ არა დეესკალაციის სიგნალი.

„თავად კითხვა ასახავს იმას, რაც ჩვენ კარგად ვიცით, რომ არის მიუღებელი; რომ რუსეთს აქვს გავლენის სფეროები. ისინი ცდილობენ, გარკვეულწილად კვლავ მისაღები გახადონ, რომ რუსეთს აქვს უფლება, აკონტროლოს, თუ რას აკეთებენ ან არ აკეთებენ მეზობლები. ეს არის ისეთი მსოფლიო, რომლის დაბრუნებაც ჩვენ არ გვსურს, როდესაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, შეზღუდუნ ის, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყნებს.

პირადად მე, წარმოვადგენ პატარა ქვეყანას, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და ძალიან მოხარული ვარ, ნატო-ს მოკავშირეები არასდროს ელოდებიან, რომ რუსეთს აქვს უფლება, დააწესოს გავლენის სფეროები ჩდილოეთით და სცადოს, გადაწყვიტოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია ან არ შეუძლია ნორვეგიას, როგორც პატარა დამოუკიდებელ ქვეყანას. იგივე ეხება უკრაინასაც. უკრაინა არის დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით და ამ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს პატივი უნდა სცენ. და ეს, რა თქმა უნდა, მოიცავს ყირიმსა და დონბასს, როგოც უკრაინის ნაწილს.

მცდარია იდეა, რომ სუვერენული ქვეყნისადმი ნატო-ს მხარდაჭერა არის პროვოკაცია. ეს არის უკრაინელი ხალხის სუვერენიტეტისა და ნების პატივისცემა. ვფიქრობ, რომ ეს მეტყველებს უფრო რუსეთზე, ვიდრე ნატო-ზე. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და არ წარმოადგენს ვინმესთვის საფრთხეს. თუმცა ნატო პატივს სცემს ქვეყნების გადაწყვეტილებებს, როგორც ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის, როდესაც მათ გადაწყვიტეს ნატო-ში გაერთიანება. ასევე, ჩვენ პატივს სცემს უკრაინის გადაწყვეტილებას, რომელიც მიისწრაფის ნატო-ს წევრობისკენ.

განვაცხადეთ, რომ ისინი გახდებიან წევრი, თუმცა ეს დამოკიდებულია ჩვენზე, ნატო-ს 30 მოკავშირეზე, თუ როდის არის უკრაინა მზად წევრობისთვის, აკმაყოფილებს თუ არა ნატო-ს სტანდარტებს. ვეხმარებით მათ წევრობისკენ გზაზე რეფორმებით, მხარადჭერით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებით. გზავნილი არის ის, რომ მხოლოდ უკრაინა და ნატო-ს 30 მოკავშირე წყვეტენ, თუ როდის არის უკრაინა მზად შეუერთდეს ნატო-ს. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება, რუსეთს არ აქვს სიტყვის უფლება და არ აქვს უფლება, დააწესოს გავლენის სფეროები და სცადოს მეზობლების კონტროლი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.