იენს სტოლტენბერგი - რუსეთი იმას თუ გააკეთებს, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ ამაზე მთელი ალიანსი უპასუხებს
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი იმას თუ გააკეთებს, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ ამაზე მთელი ალიანსი უპასუხებს

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ცხადი იყოს, თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და გააკეთა უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ ამაზე მთელი ალიანსი უპასუხებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, თუ ნატო-ს ქვეყანა დაზარალდება, მე-5 მუხლი ამოქმედდება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, მიზეზები, რის გამოც ნატო-მ განათავსა სამხედრო ძალები ალიანსის აღმოსავლეთში, არის ის, რომ, რუსეთი კვლავ თუ შეიჭრება უკრაინაში, მათგან აღმოსავლეთით, ნატო კიდევ უფრო მეტ ძალებს განათავსებს. იენს სტოლტენბერგის განაცხადებით, ნატო უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას არ გეგმავს, მაგრამ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი მზად არის, მოუსმინოს რუსეთის შეშფოთებებს და გამართოს სერიოზული მოლაპარაკებები ნატო-სა და რუსეთის ინტერესებში შემავალ საკითხებზე.

„რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საპირისპიროს იწვევს და არა იმას, რაც რუსეთს სურს. რაც უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ, მით უფრო მეტი ნატო-ს ჯარისკაცი გადაინაცვლებს ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილებში, ჩვენი ორგანიზაციის წევრების ტერიტორიაზე. ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში დონბასზე სამხედრო კონტროლის განხორციელებამდე აღმოსავლეთში ალიანსის კონტიგენტი არ გვყავდა. 2014 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ განვათავსეთ ჯარისკაცები ჩვენს საზღვრებზე პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ასევე, გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ბალტიისპირეთსა და შავი ზღვის რეგიონში. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ცხადი იყოს, თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და გააკეთა უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ მთელი ალიანსი უპასუხებს“, – თქვა სტოლტენბერგმა.