იენს სტოლტენბერგი - ნატო ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების უჩვეულო გადაადგილებებს
იენს სტოლტენბერგი - ნატო ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების უჩვეულო გადაადგილებებს

ნატო ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების უჩვეულო გადაადგილებებს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ეიჩბიოუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხზეც და აღნიშნა, რომ ნატო-ში შესვლა მხოლოდ 30 წევრი ქვეყნის თანხმობით არის შესაძლებელი. თუმცა, სტოლტენბერგმა აღიარა, რომ უკრაინელები იმედგაცრუებას განიცდიან 2008 წელს ნატო-ს წევრობის დაპირების გამო, რომელიც, 13 წლის შემდეგ შეუსრულებელი რჩება.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად საჭიროა, კანდიდატი ქვეყანა ალიანსის სტანდარტს აკმაყოფილებდეს.