იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ცხრა წევრი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტზე მეტს ხარჯავს
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ცხრა წევრი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტზე მეტს ხარჯავს

2019 წელს ნატო-ს ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის სამხედრო ხარჯები 4,6 პროცენტით გაიზარდა, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეები თავდაცვის სფეროს დაფინანსებას ზედიზედ მეხუთე წელია, ზრდიან.

მისივე თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნების უმეტესობა გეგმავს, რომ 2024 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი თავდაცვის სფეროს დაფინანსებას მოახმაროს, რაც ნატო-ს წესდებით არის განსაზღვრული.

„ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და უნდა შევინარჩუნოთ ეს ტემპი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიში მიხედვით, თავდაცვის სფეროს დაფინანსებაში ყველაზე მეტ თანხას აშშ-ი (მთლიანი შიდა პროდუქტის 3,42 პროცენტი), ბულგარეთი (3,25 პროცენტი) და საბერძნეთი (2,28 პროცენტი) ხარჯავენ.

იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ნატო-ს წესებით განსაზღვრულ, მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს თავდაცვისთვის გამოყოფენ, არიან დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, რუმინეთი, ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი.