იენს სტოლტენბერგი - ნატო განიხილავს დასავლეთ ბალკანეთში ჯარების რაოდენობის გამუდმებულ ზრდას, რათა დაძაბულობა კონტროლის ქვეშ მოაქციოს
იენს სტოლტენბერგი - ნატო განიხილავს დასავლეთ ბალკანეთში ჯარების რაოდენობის გამუდმებულ ზრდას, რათა დაძაბულობა კონტროლის ქვეშ მოაქციოს

ნატო განიხილავს დასავლეთ ბალკანეთში ჯარების რაოდენობის გამუდმებულ ზრდას, რათა დაძაბულობა კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

ალიანსმა კოსოვოში დამატებით ასობით ჯარისკაცი გაგზავნა ბრიტანეთიდან და რუმინეთიდან პოლიციასა და შეიარაღებულ სერბებს შორის დაპირისპირების შემდეგ.

„ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი სარეზერვო ძალები სექტემბერში მომხდარი ძალადობის შემდეგ. ჩვენ ახლა განვიხილავთ, უნდა გვქონდეს თუ არა გამუდმებული ზრდა, რათა უზრუნველვყოთ, რომ სიტუაცია არ გამოვიდეს კონტროლიდან და არ შეიქმნას ახალი ძალადობრივი კონფლიქტი კოსოვოში ან უფრო ფართო რეგიონში. ასე რომ, დიახ, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს კოსოვოს ძალების სამშვიდობო მისია, რომელიც მოქმედებს 1999 წლიდან, მოიცავს 4500-ზე მეტ სამხედროს 27 ქვეყნიდან.