იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია, თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას
იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია, თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას

ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ვაღიარებთ საქართველოს შემადგენლობაში და მივესალმებით წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია , – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას.

„ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. მოკავშირეები ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ავიატრასების რადარების მონაცემები, ვითანამშრომლოთ ერთობლივი წვრთნების პროცესში, შავი ზღვის რეგიონში.

ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ვაღიარებთ საქართველოს შემადგენლობაში და მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული. თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით სრულად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატო-სთან და მოემზადოთ წევრობისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დატოვე კომენტარი