იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება
იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის აზრით, უკრაინაში რუსული შეჭრის გამო დაწყებული ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. ამის შესახებ მან ესპანურ გამოცემა „ელ-პაისთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ნატო-ს გენერალურ მდივანს რაიმე პროგნოზი იმის თაობაზე, დამთავრდება თუ არა მიმდინარე ომი მოლაპარაკების მაგიდასთან ერთ-ერთი მხარის სრული დამარცხებით, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ეს სავარაუდოა.

„ეს სავარაუდოდ ასე იქნება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ უკრაინას ჰქონდეს რაც შეიძლება ძლიერი პოზიცია და დავეხმაროთ მუდმივად სუვერენულ და დამოუკიდებელ ევროპულ ერს. ამისი საუკეთესო გზა ძლიერი სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ეკონომიკური მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარებაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

დატოვე კომენტარი