იენს სტოლტენბერგი - გერმანიამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკით“ თავდასხმის მსხვერპლია, კონსულტაციას გავივლით ნატო-ს ყველა მოკავშირესთან შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით
იენს სტოლტენბერგი - გერმანიამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკით“ თავდასხმის მსხვერპლია, კონსულტაციას გავივლით ნატო-ს ყველა მოკავშირესთან შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ნერვული აგენტ „ნოვიჩოკით“ შესაძლო მოწამვლის საკითხს ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

„გერმანიამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკით“ თავდასხმის მსხვერპლია. მე კატეგორიულად ვგმობ სამხედრო დონის ნერვული აგენტის გამოყენებას, რომელიც კიდევ უფრო გადაუდებელს ხდის რუსეთის მიერ სრული და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას. ჩვენ კონსულტაციას გავივლით გერმანიასა და ნატო-ს ყველა მოკავშირესთან შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით“, – წერს სტოლტენბერგი „ტვიტერში“.