იენს სტოლტენბერგი - ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც გულმოდგინედ მუშაობდა ბოლო წლებში
იენს სტოლტენბერგი - ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც გულმოდგინედ მუშაობდა ბოლო წლებში

ჩვენი ახლო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ არ ვარიდებთ თავს რთულ დისკუსიებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბოლო პოლიტიკური მოვლენები საქართველოში შემაშფოთებელია და ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ის ასე გულმოდგინედ მუშაობდა ბოლო წლებში.

ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოების დაძლევას დიალოგის გზით და აარიდებს თავს განხეთქილების რიტორიკას და ქმედებებს.

ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას. პრემიერ-მინისტრო, მე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა საერთო ენა და გამოსავალი მოიძებნოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.