იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო და უკრაინა პოლონეთში ახალ სამხედრო სასწავლო ცენტრს შექმნიან, მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო და უკრაინა პოლონეთში ახალ სამხედრო სასწავლო ცენტრს შექმნიან, მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე

ნატო და უკრაინა პოლონეთში ახალ სამხედრო სასწავლო ცენტრს შექმნიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ცენტრი უკრაინელ სამხედროებს მისცემს საშუალებას, რომ სხვა სამხედროებს გაუზიარონ რუსეთთან ომში მიღებული გამოცდილება.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა.

„ნატო-ს წევრთა ჯგუფი უკრაინისთვის ერთი მილიონი დრონის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა. ნატო-ს ოცი მოკავშირე ასევე შეთანხმდა, რომ შეიქმნას გამნაღმველი კოალიცია. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას. ნატო-ს მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თითქმის 99 პროცენტზე მეტს უზრუნველყოფენ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.