იენს სტოლტენბერგი – С-400-ის რუსეთისგან შესყიდვა თურქეთის სუვერენული უფლებაა, თუმცა პრობლემას ნატო-ს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან მათი ინტეგრაცია ქმნის

16:02, 16.04.2018

საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის რუსეთისგან შესყიდვა თურქეთის სუვერენული უფლებაა, თუმცა პრობლემას ნატო-ს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან მათი ინტეგრაცია ქმნის, –

ამის შესახებ ანკარაში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით თურქეთს ასეთი ინტეგრაციის შესახებ მოთხოვნა არ წარუდგენია, შესაბამისად, შეშფოთებული საფუძველი არ არსებობს.

მსგავსი