იენს კაიუსტე - ხვიჩა კვარაცხელია ბუნებით გამარჯვებული ადამიანია #1TVSPORT
იენს კაიუსტე - ხვიჩა კვარაცხელია ბუნებით გამარჯვებული ადამიანია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ბუნებით გამარჯვებული ადამიანია, – ამის შესახებ ქართველი ფეხბურთელის ყოფილმა თანაგუნდელმა, იენს კაიუსტემ ფრანგული გამოცემა „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კაიუსტეს თქმით, კვარაცხელია ვარჯიშებზეც კი ისეთი მონდომებით ირჯება, როგორც მატჩების დროს.

„ხვიჩა ბუნებით გამარჯვებულია — არ აქვს მნიშვნელობა, ვარჯიშია, თამაში თუ ავტომობილებით რბოლა. ვარჯიშზეც კი დაცვაში ისეთივე მონდომებით მუშაობს, როგორც მატჩების დროს. სწორედ ეს მომეწონა ყველაზე მეტად.

თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშეებს მოედანზე უქმად ყოფნა აღარ ეპატიებათ. გუნდს თითოეული მოთამაშე სჭირდება დაცვითი ამოცანების შესასრულებლად. თუ ასეთი შრომისმოყვარე ფეხბურთელები არ გყავს, გუნდი დაზარალდება. ასეთი ფეხბურთელის ყოლა უდიდესი სარგებლის მიღებას ნიშნავს“, – განაცხადა კაიუსტემ.

ხვიჩა კვარაცხელია და იენს კაიუსტე „ნაპოლიში“ ერთად 2023/2024 წლის სეზონში თამაშობდნენ.