იემენში საუდის არაბეთის კოალიციის იერიშის შედეგად, ამბოხებული შიიტი ჰუსიტების ლიდერი მოკლეს

21:35, 23.04.2018
Saleh Saleh al-Sammad, who heads the Houthi-led Supreme Political Council, speaks during an interview with Reuters in Sanaa August 29, 2016. REUTERS/Khaled Abdullah

Saleh Saleh al-Sammad, who heads the Houthi-led Supreme Political Council, speaks during an interview with Reuters in Sanaa August 29, 2016. REUTERS/Khaled Abdullah

იემენში, საუდის არაბეთის კოალიციის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, ამბოხებული შიიტი ჰუსიტების პოლიტიკური ლიდერი მოკლეს.

სალეჰ ალი ალ-სამადი ჰუსიტების მიერ მართულ უმაღლეს პოლიტიკურ საბჭოს ხელმძღვანელობდა და იემენში არაბული კოალიციის მიერ ძებნილთა სიაში მეორე ადგილს იკავებდა. Al Arabiya-ს წყარო ამბობს, რომ სალეჰ ალ-სამადი, ჰუსიტებში აზრთა სხვადასხვაობის გამო, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა არაბულმა კოალიციამ ამბოხებული შიიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია პრეზიდენტ მანსურ ჰადის თხოვნით 2015 წელს დაიწყო. დაპირისპირების გამო, თავად ჰადი იძულებული გახდა, საუდის არაბეთში გადასულიყო.

მსგავსი