იემენში, საავადმყოფოს მახლობლად ავიაიერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
იემენში, საავადმყოფოს მახლობლად ავიაიერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

იემენში საავადმყოფოს მახლობლად განხორციელებულ ავიაიერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, საჰაერო დაბომბვის სამიზნე საავადმყოფოს მახლობლად მდებარე ბენზინგასამართი სადგური გახდა. აფეთქებამ  კი, საავადმყოფოც დააზიანა.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია. ავიაიერიშის შედეგად რვა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

კიტაფის რეგიონი საუდის არაბეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ინციდენტის შემდეგ იემენის დედაქალაქ სანააში ომის დაწყების ოთხი წლისთავის აღსანიშნავად ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ამბოხებულ შიიტ ჰუსიტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ირანისგან მხარდაჭერილი ჰუსიტები დედაქალაქ სანაას პრეზიდენტ მანსურ ჰადის მთავრობის ჩამოგდების შემდეგ, 2014 წლიდან აკონტროლებენ.