იემენში, მარიბის რაიონში სარაკეტო იერიშს 24 სამხედრო ემსხვერპლა
იემენში, მარიბის რაიონში სარაკეტო იერიშს 24 სამხედრო ემსხვერპლა

იემენის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე მარიბის რაიონში სარაკეტო იერიშს 24 სამხედრო ემსხვერპლა, დაშავებულია 20 ჯარისკაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის სამიზნე ყაზარმა გახდა.

წინასწარი ინფორმაციით, მას ბალისტიკური ტიპის რაკეტა დაეცა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღიათ ჰუსიტების წარმომადგენლებს.