იემენში კონფლიქტის მხარეებმა საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში პირველი შეხვედრა გამართეს
იემენში კონფლიქტის მხარეებმა საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში პირველი შეხვედრა გამართეს

იემენის კონფლიქტის მხარეებმა გაერო-ს ეგიდით საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში პირველი შეხვედრა გამართეს. მთავრობის წარმომადგენლებისა და ამბოხებული შიიტი ჰუსიტების შეხვედრის მიზანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებაა.

კონფლიქტის მხარეებს შორის დეკემბრის დასაწყისში კონსულტაციები შვედეთში გაიმართა. მოწინააღმდეგეები შეთანხმდნენ, რომ საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება და შეიარაღებული ფორმირებები ქალაქს ეტაპობრივად დატოვებენ. ამ მიზნით, გაერო-ს ხელმძღვანელობით მონიტორინგის საკოორდინაციო კომიტეტი შეიქმნა, რომელიც დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

ზავი ოფიციალურად 18 დეკემბერს ამოქმედდა, თუმცა შეთანხმების დარღვევაში მხარეებმა ერთმანეთი არა ერთხელ დაადანაშაულეს.

დატოვე კომენტარი