იემენში ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 86 ადამიანი დაიღუპა
იემენში ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 86 ადამიანი დაიღუპა

იემენში ციხის შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 86 ადამიანი დაიღუპა. საჰაერო დაბომბვა იემენის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დამარის პროვინციაში განხორციელდა.

ამბოხებული შიიტი ჰუსიტები აცხადებენ, რომ არაბული კოალიციის დაბომბვის შედეგად სხეულის დაზიანება 50-მდე ადამიანმა მიიღო. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციაში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ავიაიერიში ჰუსიტების სამხედრო ობიექტზე განხორციელდა.

იემენში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ამბოხებული ჰუსიტების წინააღმდმეგ ხელისუფლების მხარეს არაბული კოალიცია 2015 წლიდან იბრძვის.

დატოვე კომენტარი