იემენის მთვარობამ ქვეყნის სამხრეთში მოქმედ სეპარატისტებთან ზავი გააფორმა
იემენის მთვარობამ ქვეყნის სამხრეთში მოქმედ სეპარატისტებთან ზავი გააფორმა. სამშვიდობო შეთანხმებას მხარეებმა საუდის არაბეთის დედაქალაქში მოაწერეს ხელი.
შეგახსენებთ, რომ იემენის მთავრობა და ქვეყნის სამრეთ ნაწილში მოქმედი სეპარატისტები ერთმანეთს აგვისტოდან ებრძვიან. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ზავის გაფორმება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც იემენის კონფლიქტის მოგვარებას ხელს შეუწყობს.
შეთანხმების მიხედვით, იემენის მთავრობა ქალაქ ადენში დაბრუნდება, ხოლო სეპარატისტების შეიარაღებული ძალები ქვეყნის არმიაში გაერთიანებიან. ამას გარდა, ნოემბერში დაგეგმილია სამთავრობო ცვლილებები, რათა იემენის ახალი მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტედეს როგორც ქვეყნის ჩრდილოეთის, ისე სამხრეთი წარმომადგენლებით.
2019 წლის აგვისტოში სეპარატისტები, რომლებიც მანამდე მთავრობასთან ერთად შიიტ ჰუსიტ მეამბოხეებს ებრძოდნენ, აჯანყდნენ და ქალაქი ადენი დაიკავეს. სამოქალაქო ომი იემენში 2014 წლიდან გრძელდება. ჰუსიტები, რომლებსაც ირანი უმაგრებს ზურგს, ქვეყნის დიდი ნაწილს აკონტროლებენ. 2015 წლიდან იემენის კონფლიქტში ჩაერია არაბული კოალიცია, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს.