იდლიბში არსებულ მდგომარეობაზე ევროკავშირის პირველი დიპლომატები საგანგებო შეხვედრაზე იმსჯელებენ

08:22, 02.03.2020

სირიაში, იდლიბის პროვინციაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება. შესაბამისი განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ​ჯოზეპ ბორელიმ გააკეთა.

„იდლიბში მიმდინარე შეტაკებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა დიპლომატმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების გზების ძიებასთან ერთად, რეგიონში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზეც იმსჯელებენ.

მსგავსი