იდლიბში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

08:15, 10.04.2018

ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქალაქ იდლიბში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 80-ზე მეტი. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ჯგუფი ავრცელებს. მათივე ცნობით, აფეთქების წყარო ჯერ დადგენილი არ არის.

სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები სამაშველო ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას. მათი ინფორმაციით, სულ მცირე 110 ადამიანია დაშავებული. აფეთქებამ ოთხი შენობა დააზიანა, მათგან ერთი კი სრულად დაანგრია.

მსგავსი