იდენ ამპადუ „ჩელსიში“ 2023 წლამდე ითამაშებს

13:21, 19.09.2018
AARHUS, DENMARK - SEPTEMBER 09: Ethan Ampadu of Wales shakes hands with team mate Joe Ledley after the UEFA Nations League B group four match between Denmark and Wales at  on September 9, 2018 in Aarhus, Denmark. (Photo by Craig Mercer/MB Media/Getty Images)

ახალგაზრდა და იმედისმომცემმა იდენ ამპადუმ „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ „არისტოკრატების“ წარმომადგენლებმა უკვე ოფიციალურად განაცხადეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამპადუ ჯერ სულ რამდენიმე დღეა, რაც 18 წლის გახდა, უელსის ეროვნულ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მან უკვე დაიმკვიდრა ადგილი და გასული სეზონიდან მოყოლებული ჩელსის მთავარ გუნდში შვიდი მატჩი ჩაატარა.

„ვამაყობ და ძალიან ბედნიერ ვარ. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბევრი უნდა ვიმუშაო და იმედია, კიდევ უფრო კარგი ფაქტები მოხდება ჩემს ცხოვრებაში“, – განაცხადა ამპადუმ, რომელიც ერთნაირად კარგად გამოიყურება როგორც დაცვის, ასევე ნახევარდაცვის ცენტრში.

მსგავსი