იდეალური შედეგი საქართველოსთვის - ანდორა ყაზახეთს დაუზავდა
იდეალური შედეგი საქართველოსთვის - ანდორა ყაზახეთს დაუზავდა

„ერთა ლიგაზე“ „დ“ დივიზიონის პირველ ჯგუფში, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამოდის, მეორე ტური დასრულდა. ანდორამ ყაზახეთს უმასპინძლა და ქულა გაიყო.

ანგარიში 68-ე წუთზე ყაზახების ფეხბურთელმა იური ლოგვინენკომ გახსნა (0:1), მაგრამ 76-ე წუთზე ყაზახმა ფეხბურთელმა სერიკჟან მუჟიკოვმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ამით მასპინძლებმა ისარგებლეს და 86-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს – თავი ჟორდი ალაესმა გამოიჩინა.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, რაც საქართველოს ნაკრებისთვის იდეალური შედეგი გახლდათ. ამგვარად, საქართელო „დ“ დივიზიონის პირველ ჯგუფში ექვსი ქულით ლიდერია და მინიმუმ, ერთი ტური ლიდერობას ვერავინ შეეცილება, ანდორა ორი ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ყაზახეთი და ლატვია თითო-თითო ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.

შემდეგი ტური 13 ოქტომბერს გაიმართება – საქართველო ანდორას უმასპინძლებს, ხოლო ლატვია – ყაზახეთს.