იბრაჰიმოვიჩს „მილანში“ დარჩენა სურს
იბრაჰიმოვიჩს „მილანში“ დარჩენა სურს

„მილანის“ ფორვარდს ზლატან იბრაჰიმოვიჩს სურს იტალიურ კლუბში კარიერის გაგრძელება. ამის შესახებ თავის „ტვიტერში” დაწერა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

აღნიშნავენ, რომ იბრაჰიმოვიჩი დარწმუნებულია იმაში, რომ ამ სეზონის შედეგების მიხედვით, კლუბი მოახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი შვედი მილანურ კლუბში ამა წლის იანვარში დაბრუნდა. 39 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი „მილანთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში ზლატანმა მილანელთა რიგებში ცხრა მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა, რასაც ორი შედეგიანი პასი დაუმატა.

სერია A-ს შვიდი ტურის შემდეგ, „მილანი“ 17 ქულით ლიდერობს გათამაშების ცხრილს.