იბრაჰიმოვიჩს „მილანის“ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს და „ჰამარბიუში“ გადავა
იბრაჰიმოვიჩს „მილანის“ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს და „ჰამარბიუში“ გადავა

შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დატოვებს „მილანს“ და „ჰამარბიუში“ ითამაშებს.

„გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, 38 წლის ფეხბურთელმა გაიფუჭა ურთიერთობა იტალიური კლუბის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, გენერალურ დირექტორთან ივან გაზიდისთან. იბრაჰიმოვიჩი უკმაყოფილო იყო მისი გადაწყვეტილებით – შეემცირებინათ ფეხბურთელებისთვის ხელფასები კორონავირუსის პანდემიის დროს.

დიდი ალბათობით, ზლატანი კარიერას შვედურ „ჰამარბიუში“ გააგრძელებს, რომელშიც კორონავირუსის პაუზისას ვარჯიშობდა. ადრე იბრაჰიმოვიჩი ამ სტოკჰოლმური კლუბის აქციათა წილის მფლობელი გახდა.

იბრაჰიმოვიჩი „მილანს“ 2020 წლის იანვარში შეუერთდა.