იბრაჰიმოვიჩს ფეხბურთიდან ხანგრძლივი მოკვეთა ემუქრება #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩს ფეხბურთიდან ხანგრძლივი მოკვეთა ემუქრება #1TVSPORT

„მილანის“ ფორვარდს ზლატან იბრაჰიმოვიჩს სოლიდური ჯარიმა და ფეხბურთიდან ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება საბუკმეიკერო ბიზნესში მონაწილეობისთვის.

39 წლის შვედი ფეხბურთელი საკუთარი კომპანიის Unknown AB-ის მეშვეობით, 2018 წლიდან 10-პროცენტიან წილს  ფლობს საბუკმეიკერო ფირმა Bethard-ში. ამ უკანასკნელის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ეს ინფორმაცია.

ფიფა-სა და უეფა-ს რეგლამენტის თანახმად, ფეხბურთელებს არ შეუძლიათ ამ ორგანიხაციების ეგიდით გამართულ მატჩებში მონაწილეობა, თუ ინტერესები გააჩნიათ საბუკბეიკერო კომპანიებში. იბრაჰიმოვიჩმა დაარღვია ეს წესი, როცა „მილანის“ შემადგენლობაში ითამაშა ევროპის ლიგაზე, ასევე დაბრუნდა შვედეთის ნაკრებში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის.

ბრალის დადგენის შემთხვევაში იბრაჰიმოვიჩს ემუქრება ფულადი ჯარიმა 100 ათასი ევროს ოდენობით და ფეხბურთიდან მოკვეთა სამი წლის ვადით.

Bethard მალტაზეა რეგისტრირებული. საბუკმეიკერო ფირმას, რომლის სახეც არის ზლატანი, 2019 წელს 30 მილიონი ევროს ოდენობის სუფთა მოგება ჰქონდა.